LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანდელაკის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

129
maxresdefault

კანდელაკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მილიონ ნახევარია გამოყოფილი და სამუშაოები სამ თვეს გაგრძელდება. მოეწყობა საფეხმავლო ტროტუარები და გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები,“ – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, წლევანდელი წელი განსაკუთრებული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით. მისი თქმით, ძალიან ბევრ პროექტზე გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.

„ვიწყებთ კანდელაკის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას. ყველა დამეთანხმება, რომ იქ არსებული მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, როგორც მიწის ზემოთ, ასევე მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ამ პროექტის შედეგად ჩვენ შევძლებთ, რომ მთლიანად, ფუნდამენტურად მოვაწესრიგოთ მიწისქვეშა კომუნიკაციები. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ მთლიანად მოხდება გზის მოასფალტება, იქნება ახალი განათებები ლედ სანათებით, მოეწყობა საფეხმავლო ტროტუარები. დაახლოებით, მილიონ ნახევარი იხარჯება ამ პროექტში და სამი თვეა ვადა მიცემული იმისთვის, რომ მთლიანად დასრულდეს სამუშაოები,“ – განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები