LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანცელარიასთან მიმდინარე კონტრაქციაზე 4 პირი დააკავეს

143
patrulipolicia

სინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე კონტრაქციაზე ოთხი პირი დააკავეს. მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

„აღნიშნული პირები შეეცადნენ, გაერღვიათ სამართალდამცველთა კორდონი, რომელიც შეკრებილების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიმდინარე ორ აქციას შორის იყო მოწყობილი. სამართალდამცველებმა მათ საპირისპირო აზრის მქონე ჯგუფთან მიახლოების, ასევე სიტუაციის ესკალაციის უფლება არ მისცეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადგილზე დააკავეს. დაკავებულები გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში“, – აცხადებენ შსს-ში.

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან 2 ერთმანეთის პარალელური აქცია იმართება – საკუთარს პოზიციებს აფიქსირებენ “თბილისი პრაიდის” წევრები და “ქართული მარშის” წარმომადგენლები, რომლებიც ლგბტ თემის საწინააღმდეგო აქციას მართავენ.

დღეს საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს.

„თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები