LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადის პრემიერმა რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე სოლიდარობის ნიშნად დაიჩოქა

139
trudo

აშშ-ში მე-11 დღეა რასიზმისა და პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამერიკელ დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

პარასკევს ოტავაში, პარლამენტის შენობასთან, რასიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციას კანადის პრემიერ-მინისტრიც შეუერთდა. ჯასტინ ტრუდო აქციაზე შავი პირბადით მივიდა.პრემიერს აქციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ტრუდომ გაითვალისწინა ხალხის მოწოდება, რომ ყველას მუხლი მოეყარა და სოლიდარობის ნიშნად, დაიჩოქა.

დემონსტრანტებმა 9 წუთიანი დუმილით პატივი მიაგეს მინეაპოლისში პოლიციის ძალადობის შედეგად დაღუპული ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიცის მხრიდან ძალადობის შედეგად ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო აქციები რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაიმართა ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, პორტლენდში, ატლანტაში, ლოს ანჯელესში, საკრამენტოში, ფენიქსსა და სხვა ქალაქებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები