LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადაში იმიგრირების მსურველი ფრანგი მამაკაცი ფრანგული ენის გამოცდაში ჩაიჭრა

267
frenchman

სატვირთო მანქანის მძღოლს, იოჰან ფლემანს გულშიც არ გაუვლია, რომ კანადის საემიგრაციო ვიზისაკენ მიმავალ გზაზე ფრანგული ენის გამოცდა გადაეღობებოდა. ფლემანი, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟიდან კვებეკში 2018 წელს გაემგზავრა ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ მხრივ რაიმე სირთულე შეექმნებოდა, რადგან ფრანგული მისი მშობლიური ენაა.

კანადის კანონმდებლობის თანახმად ყველა ადამიანმა, რომელსაც ქვეყანაში ემიგრაცია სურს, რომელიმე სახელმწიფო ენაში – ფრანგულში ან ინგლისურში გამოცდა უნდა ჩააბაროს.

39 წლის მძღოლი გაოცდა, როდესაც გაიგო, რომ გამოცდა ვერ ჩააბარა. ფლემანის აზრით, გამოცდა საკმაოდ რთული იყო. იმდენად, რომ ის ფრანგმაც ვერ ჩააბარა.

„თუკი მე, ფრანგმა ვერ შევძელი ამ გამოცდის ჩაბარება, როგორ უნდა ჩააბაროს ის თუნდაც მექსიკელმა, ვისი მშობლიური ენაც ფრანგული არ არის?“- ამბობდა ფლემანი. მისი აზრით კანადის საემიგრაციო სამსახურმა უნდა გადახედოს ამ ასპექტს და ენის ცოდნის უფრო დაბალი დონე უნდა მოითხოვოს ემიგრანტებისაგან, რომლებიც ქვეყანაში დასახლებას გეგმავენ.

საბედნიეროდ, ფლემანის მეორე წარმატებულად დასრულდა და მან განმეორებითი გამოცდა ჩააბარა, თუმცა აზრი არ შეუცვლია.

აღსანიშნავია, რომ კანადა საკმაოდ სერიოზულად ეკიდება სახელმწიფო ენის გამოცდას და იმ შემთხვევაში, თუ ემიგრანტი ან უცხოელი სტუდენტი მას ვერ ჩააბარებს, შესაძლოა ქვეყანაში სწავლა ან საქმიანობა აეკრძალოს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები