კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება. ამასთან, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მარნეულში ინფიცირებულ პირს, ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა.

ქვეყნის მთავარ საკარანტინო სივრცეში 150 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე მეოთხე დღეა იზოლაციაშია.

კორონავირუსით ინფიცირებულთა უმაღლეს რიცხვს აპრილის პირველ კვირაში ვვარაუდობთ: ჯანდაცვის მინისტრი

კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში მომხმარებელი, ფოტოგრაფი Nina Yorke თბილისის ქუჩების ფოტოებს აქვეყნებს.

როგორც ჩანს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწყებული კამპანია #დარჩისახლში თბილისის ქუჩებზეც აისახა.

 

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05