LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კალიების არმია რუსთავისკენ მიემართება” – დიდი რაოდენობით კალიები ქალაქის მახლობლად (ვიდეო)

3584
grasshopper

„ამ წუთებში კალიების არმია რუსთავისკენ მიემართება“- ამ სათაურით ვიდეოს სოც.ქსელში „info Rustavi“ ავრცელებს. ვიდეოში, დიდი რაოდენობით კალიებია გადაღებული.

გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას აკეთებს.

მათი ინფორმაციით, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე კალიების გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მირანგულა ლიპარტელიანი „ინტერპრესნიუსთან“  საუბარში აცხადებს, რომ  რეგიონის მასშტაბით სურსათის ეროვნული სააგენტო, საკარანტინო მავნებლების გავრცელების რისკის შეფასებიდან გამომდინარე, სისტემატურად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, კერძოდ, კალიების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატით იწამლება ის ტერიტორიები, სადაც მოსახლეობა არ მოძრაობს და არ არის საქონლის გადასარეკი სპეციალური ტრასები.

,,კალიების საწინააღმდეგო პრეპარატით, ჩვენ ქალაქის მიმდებარე ტერიტორიების დამუშავება სპეციალური ხსნარით უკვე დაწყებული გვაქვს, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც გატარდა შესაბამისი ზომები. თუმცა აქვე აღსანიშნავია, ის, რომ პრეპარატი, რომელიც კალიების საწინააღმდეგოდ გამოიყენება, არის ტოქსიკური. აქედან გამომდინარე, ჩვენ დასახლებულ პუნქტებში და საქონლის გადასარეკ ტრასებზე ტერიტორიების შეწამვლას არ ვახორციელებთ, მოსახლეობას კი ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ საკუთარი ეზოები თავად შეწამლონ სხვა პრეპარატით. ამ პრეპარატს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, კალიების საწინააღმდეგო მოქმედების ორკვირიანი ვადა აქვს. რაც შეეხება რუსთავს, საქმის კურსში ვართ და ხდება კალიების გავრცელების კერების დამუშავება,“ – განაცხადა მირანგულა ლიპარტელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები