რუსეთში საქართველოსთან ფრენების აღდგენას კვლავ აქტიურად განიხილავენ და ამაზე სულ უფრო ინტენსიურად საუბრობენ. ამჯერად ria.ru ავრცელებს მცირე ზომის ინფორმაციას, სადაც მკითხველს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის – ლეონიდ კალაშნიკოვის მოსაზრებას აცნობს.

„საქართველოსთან ავიამიმოსვლა, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში აღდგეს. კონკრეტულ დროს ვერ დაგისახელებთ. ვფიქრობ, ამის იმედი უახლოეს ხანებში უნდა გვქონდეს“,- ამბობს კალაშნიკოვი.

ის იმაზეც საუბრობს, თუ როგორ ექცევიან რუს ტურისტებს საქართველოში და განმარტავს, რომ  ბოლო დროს რუსეთიდან ჩასულ ტურისტებს მეზობელ ქვეყანაში არანაირი პრობლემა არ ექმნებათ და საქართველოში მათი უსაფრთხოება დაცულია.

შეგახსენებთ, თბილისში, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც ძალაში 8 ივლისიდან შევიდა.

მსგავსი თემები