LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალანდია ხადურზე: აღმოჩნდა, რომ 3 ოთახიანში ცხოვრობდა და ღრეობაც ფრიად სძაგდა

7593
56587610-2418442984840925-9109966526370283520-o

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ნოდარ ხადურზე სტატუსს აქვეყნებს. როგორც ის ამბობს, ყოფილი ფინანსთა მინისტრის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ტყვეობაში იყო და მკვეთრად უარყოფითი წარმოდგენა ჰქონდა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ხადურის შესახებ გავრცელებული უარყოფითი ინფორმაციის უდიდესი ნაწილი ტყუილი აღმოჩნდა.

„მე ნოდარ ხადურს არ ვიცნობდი, ერთადერთხელ ვნახე სამხატვრო აკადემიაში პრეზენტაციაზე… მის შესახებ “საზოგადოებრივი აზრის” ტყვეობაში მეც ვიყავი და რა თქმა უნდა მკვეთრად უარყოფითი წარმოდგენისა გახლდით…

დღეს აღმოჩნდა, რომ 3 ოთახიან ბინაში უცხოვრია, არც მდიდარი კაცი ყოფილა, ციკნის ხორცსაც არ ჭამდა და ღრეობაც ფრიად სძაგდა თურმე… ჰოდა სხვების ნაცვლად მე შემრცხვა… როგორი დაუნდობელია ქართული საზოგადოება, შეუწყნარებელი, ამაღამ ამ თემაზე უამრავი მოღლიცინე, ბულინგის თანაავტორი თუ ცილისმწამებელი ლოგინში ჩაწვება და დაიძინებს, არ შეაწუხებს სინდისი 49 წლის კაცს მიწაში ამდენი ბოროტება, ტყუილი, ჭორი და ზიზღი რომ გაატანა! 

"ძალიან განიცდიდა მედიაში აგორებულ ცილისწამებას... სხვათა შორის ციკანი არასდროს უჭამია"

არასდროს ამის გამო ჟურნალისტებს არ დაპირისპირებია, ისევ ისე ღიმილით იდგა მათი კამერების წინ.

დავით აღმაშენებლის მემატიანე წერს, რომ მეფეს უამრავი “მაბრალობელი” ჰყოლია, ჰოდა “მაბრალობლების” ერად ვიქეცით, ისეთ “მაბრალობლებისა”, რომელთაც მგონია ჯოჯოხეთშიც კი არ ელოდებიან,“ – წერს გიორგი კალანდია.

 

ნოდარ ხადური 10 სექტემბერს 49 წლის ასაკში მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ხადური კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. მანამდე კი, 2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ბოლო სკანდალი, რაც ნოდარ ხადურთან დაკავშირებით აგორდა, სტუდენტს ეხებოდა: ხადურმა საჯაროდ მითხრა, რა სამში გრძელს გვაძლევს შენი თემაო – სტუდენტის ბრალდებებს ნოდარ ხადური არ პასუხობ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები