LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძეს ოპოზიციის გონივრულობის სჯერა, ოპოზიციას კი – ხელისუფლების

84
kaxi 2

ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის მესამე რაუნდის წინ მხარეები ერთმანეთის გონივრული გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. ერთი მხრივ ოპოზიცია ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე არჩილ თალაკვაძეს გონივრული წინადადებით ელოდებიან, მეორე მხრივ კი დედაქალაქის მერიც ოპოზიციის იმედზეა.

არცერთი ლიდერი არ გაიყიდება... ბოლომდე ვიბრძოლებთ: ბურჯანაძე

"ივანიშვილმა გვითხრა, ღარიბი ქვეყანა ხართ და მონები უნდა იყოთო. ვინ იქნება ამაზე თანახმა?"

კალაძე არც იმას უარყოფს, რომ არჩევნებზე ყველაფერი კარგად არ იყო და ხარვეზების გამოსწორებას აანონსებს. 

„ეუთო/ოდირის განცხადებები მოვისმინეთ, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში, სადაც დაცული იყო ადამიანების ფუნდამენტური უფლებები. შესაბამისად, ის ხარვეზები, რომელზეც მითითებები არის, მომავალში მოგვიწევს გამოსწორება, რომ არ განმეორდეს.

მინდა მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის და კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ ისინი მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თორემ მარტო ჩვენ რომ მოგვიწიოს პარლამენტში დარჩენა ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას. თუმცა, იმედი მაქვს, ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ და პარლამენტში შევძლებთ ერთობლივად მუშაობას იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე და განსახორციელებელ პროექტებზე, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები