LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება, არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება

374
1

ერთთვიანი შეზღუდვის შემდეგ, დღეს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, იმ სატრანსპორტო რეგულაციებს, რაც მოთხოვნილი იყო, მაქსიმალურად დაიცავენ.

მისივე თქმით, არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება:

“ტრანსპორტზე რეგულაციებს, რაც მოთხოვნილი იყო, მაქსიმალურად დავიცავთ. არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება. ამის ბევრი მაგალითიც გვქონდა.

ძალიან დიდი უკმაყოფილებაც გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად არ იკეთებდნენ პირბადეს, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეეზღუდათ. ავტობუსები, რაც ჰყავს დედაქალაქს, ყველა გაშვებულია ხაზზე და ემსახურება თბილისს.” – განაცხადა კალაძემ.

პოპულალურები