LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე გვარამიაზე: მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განცხადება მოგვისმენია მისგან ჩემი განადგურების მუქარით, მე არავის დაჭერა არ მიხარია

446
Untitled design (5)

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმიანება.

ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

როგორც კალაძე აცხადებს, მას არავის დაკავება არ ახარებს, თუმცა კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანია და მასზე მაღლა ვერავინ დადგება.

“მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განცხადება მოგვისმენია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი განადგურებით იმუქრებოდა, ძალიან ბევრი სიძულვილის ენა, ბოროტება, თუკი რაიმე ცუდი არსებობს ამ ადამიანისგან მოდიოდა, რა თქმა უნდა, მე არ მიხარია არავის დაჭერა და დაკავება.

კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ. კანონზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი დადგება. შესაბამისად, როდესაც დანაშაულს ჩადიხარ, ვერც პოლიტიკოსის სტატუსი, ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი, რა თქმა უნდა, ვერ შეაჩერებს იმ სამართლებრივ მოქმედებებს, რაც საჭიროა დანაშაულის ჩადენის შემდეგ. სახეზე გვაქვს კონკრეტული დანაშაული, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და ბატონ ნიკა გვარამიას სასჯელი მიესაჯა. იყო კონკრეტული საქმე, ამას მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება და მივიღეთ შედეგი”, – თქვა კახა კალაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, არის თუ არა პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ საერთაშორისო პარტნიორების მისამართით გაკეთებული განცხადებები ქვეყნისთვის დამაზიანებელი, კალაძე აცხადებს:

“არანაირი დამაზიანებელი არ არის არაფერი. კონკრეტულ ფაქტზე არის საუბარი, რა შუაშია დაზიანება?”.

კობახიძე: მათ შორის საელჩოების განცხადებებმა, გვარამიას მისცა საშუალება გაეძარცვა „რუსთავი 2“, სამწუხაროდ, დღესაც ​იგივეს ვხედავთ

კობახიძე: ენმ, NGO-ები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები, თავისი არსით, არიან ანტიევროკავშირი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები