LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში კაცმა ხელნაკეთი ავტომობილი ააწყო და მეუღლის სახელი ,,ელენა” დაარქვა

1553
ipiccy-image

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ავტომობილების ხელოსანმა თამაზ მეტრეველმა საკუთარი დიზაინით, ხელნაკეთი მანქანა ააწყო, რომელსაც თავისი მეუღლის სახელი ,,ელენა“ დაარქვა. ინფორმაციას „კახეთის ხმა“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, დღეს ავტომობილი, რომელიც თელავის ქუჩებში დადის ქართველებისა და უცხოელების დიდ ინტერესს იწვევს.

თამაზ მეტრეველმა მანქანის აწყობა ჯერ კიდევ 1990 წელს დაიწყო და ორი წლის შემდეგ დაასრულა. მისი მეუღლის, ელენე ხანჯალიაშვილის თქმით, ის განსხვავებული და გამორჩეული დიზაინისაა. ,,სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეს მანქანა არის მსოფლიოში ერთადერთი და ორიგინალი’’,- აღნიშნა ხანჯალიაშვილმა.

მისი თქმით, თამაზ მეტრეველი მანქანების ხელოსანია, რამაც მანქანის ყველა ნაწილის ხელით გაკეთების პროცესი უფრო გაუადვილა. აღსანიშნავია, რომ ოჯახს სხვა მანქანების აწყობაც სურდა, თუმცა ფინანსების სიმცირის გამო, აღნიშნული იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები