LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში ფეხბურთის სათამაშოდ შეკრებილები 3 ათასი ლარით დაჯარიმდნენ

180
WhatsApp Image 2020-03-30 at 12.34.02

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა.

სამართალდაცავებმა, 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 104 მოქალაქე დააჯარიმა.

13 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

რაც შეეხება თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტებს, ბოლო 24 საათში წესები სამმა მოქალაქემ დაარღვია.

პოლიციამ ასევე 5 პირი დააჯარიმა, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდნენ.

კახეთში კი საგანგებო რეჟიმის მდგომარეობის შეზღუდვების მიუხედავად ფეხბურთის სათამაშოდ 10-ზე მეტმა პირმა მოიყარა თავი. თითოეული მათგანი 3-3 ათასი ლარით დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს არსებული შეზღუდვების დამრღვევი ფიზიკურ პირი 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით.

განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა კი სისხლის სამართლის დანაშაულია და 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები