LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში ძმისშვილმა ბიძა მოკლა

229
BeFunky-collage

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო მსხალგორში ძმისშვილმა ბიძა მოკლა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის იარაღი ნაჯახია, რომლითაც სასიკვდილო ჭრილობა 65 წლის კაცს თავის არეში ჰქონდა მიყენებული. 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაკავებულია.

არსებული ინფორმაციით, ძმისშვილმა ბიძა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაჯახით მოკლა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები