LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა: გარდაცვლილია 3 წლის ბავშვი

230
Crime Scene

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც, სავარაუდოდ, მანქანის წინა სავარძელზე იჯდა.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები