კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის სახლში მარტო ცხოვრობდა. ძმის შვილმა და მეზობელმა გარდაცვლილი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა. ის, სავარაუდოდ, გაგუდეს. არ გამორიცხავენ ქურდობის მცდელობას.

„ჩამსხვრეული იყო სახლის მინები. სახლშიც ნივთები არეული, ალბათ რამეს ეძებდნენ. გარდაცვლილი თამარ ბაღაშვილი მარტო ცხოვრობდა. მეუღლე სამი წლის წინ გარდაეცვალა. სკოლასთან ახლოს ღვეზელებს ყიდდა. შეიძლება, გაქურდვის მიზნით შევიდნენ ღამით და ქალი გაგუდეს“, – აცხადებს მერის წარმომადგენელი მურად ელაშვილი.

ადგილზე ამ დროისათვის პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები