LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავარიას სამარშრუტო ტაქსის მგზავრი ემსხვერპლა, 2 კი მძიმედ დაშავდა

628
247308301

კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ საგანგებო განცხადებას კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამარშრუტო ტაქსი უკან სვლით მომავალ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავდა 2 მგზავრი, რომლებიც მძიმე მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.

“კახეთის გზატკეცილზე მოძრავი მგზავრებით დატვირთული სამარშრუტო ტაქსი ხაზის ნომრით 82, წინასწარი ვერსიით, უკან სვლით მომავალ სამშენებლო მასალით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მგზავრი, ხოლო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მეორე მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებულია კიდევ რამდენიმე მგზავრი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება”, – წერია საგანგებო განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები