LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუჭავას ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დღეს იწყება

64
კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დღეს იწყება.

ვიზიტის ფარგლებში, კუჭავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ მარია სასოლის შეხვდება. შეხვედრები ასევე დაგეგმილია ევროპარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებსა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთანაც.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კუჭავა შეხვდება სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარ ოლივერ ვარჰეის და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ჯოანა მირჩეას.

როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირში დიდი ინტერესია. ბოჭორიშვილის განმარტებით, მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში, განხილული იქნება ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ევროკავშირთან ურთიერთობის აქტუალური საკითხები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბრიუსელში 20 მაისამდე გაგრძელდება.