LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუჭავა: ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გავატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს არის „ფეიკ“ ვიდეო

54
კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის და ის ვიდეო, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, „ფეიკია“.

სააკაშვილი საქართველოში არ არის, ის კლოუნია – ნეტა ყოფილიყო საქართველოში: ირაკლი კობახიძე

„არ შეიძლება სერიოზულად გააკეთო კომენტარი არასერიოზული კაცის არასერიოზულ ქმედებებზე. ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გავატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის. ეს არის „ფეიკ“ ვიდეო. ემოციების დაცხრომისკენ მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში თქვენ, რომ არ გავრცელდეს ცრუ ინფორმაცია“ , – განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ უკვე საქართველოშია, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს

სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები