LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუჭავა – გვახსოვს ბერა ივანიშვილის ის წარმოუდგენელი ჟესტი, რომელმაც ამაზონის ტყეებში თანხები გადარიცხა.. თუ გახსენდებათ რომელიმე სხვა ქართველი, ვისაც მსგავსი საქმე გაეკეთებინოს?

232
ბერა და კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას შეფასებით, ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყეების გადასარჩენად გადარიცხული თანხები წარმოუდგენელი ჟესტი იყო. მისი თქმით, მას არ ახსენდება სხვა, რომელიმე ქართველი, რომელსაც მსგავსი საქმე აქვს გაკეთებული. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, საჩხერეში, მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე გააკეთა.

„კარგად გვახსოვს ბერა ივანიშვილის ის წარმოუდგენელი ჟესტი, რომელმაც ამაზონის ტყეებში თანხები გადარიცხა და ამით ჩვენი მხრიდან, უდიდესი როლი და წვლილი შეიტანა. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს მხრიდან იყო იმ უდიდესი ტრაგედიის წინააღმდეგ ბრძოლისა, რასაც ერქვა მსოფლიოს ფილტვები, როგორც ეძახიან, ამ მსოფლიოს ფილტვებში გაჩენილი ხანძარი და მის წინააღმდეგ ბრძოლა. თუ გახსენდებათ რომელიმე სხვა ქართველი, ვისაც მსგავსი საქმე გაეკეთებინოს? მე მეეჭვება,“ – თქვა კახა კუჭავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები