LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: “მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, რაც მოიხდის სასჯელს…მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს ნამდვილად არ მიხარია ვინმეს დაკავება”

495
BeFunky-collage

“მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, რაც მოიხდის სასჯელს,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს.

„მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი. მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს ნამდვილად არ მიხარია ვინმეს დაკავება, არ მიხარია ვინმეს ციხეში გამოკეტვა, ისე როგორც არ მიხაროდა კონკრეტული ოჯახების გაუბედურება, არ მიხაროდა კონკრეტული ახალგაზრდების მკვლელობები, არ მიხაროდა 26 მაისს სახურავზე შემოყრილი გარდაცვლილი ადამიანების გვამები. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მძიმე.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს და ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ – „თავისუფლება მიშას“. მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, რაც მოიხდის სასჯელს“, – აღნიშნა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები