LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე – ხვალიდან ვიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას, მარტივი არჩევანია გასაკეთებელი, განსაკუთრებით თბილისელებისთვის

110
249041369-0-305-3067-2039-1920x0-80-0-0-084342f24beebad57fb66c7666846d3a

კახა კალაძე ხვალიდან თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს.

როგორც კალაძე აღნიშნავს, თბილისელებს მარტივი არჩევანი აქვთ: არჩევანი უნდა გააკეთონ სიბნელესა და სინათლეს შორის.

„მარტივი არჩევანია გასაკეთებელი, განსაკუთრებით თბილისელებისთვის, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს რეალობას. ძალიან კარგად ხედავს, რა გაკეთდა ბოლო 4 წლის განმავლობაში. მე გულწრფელად ვამბობ, არ ვტრაბახობ არაფერს. ამის თქმის საშულებას მაძლევს გაკეთებული საქმეები, ის განხორციელებული პროექტები, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, ის ძალა, ვისაც ექნება თბილისელების მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა იხილონ.

არჩევანი არის ძალიან მარტივი – არჩევანი უნდა გავაკეთოთ სიბნელესა და სინათლეს შორის. მეორე მხარეს არის ბოროტება, სიძულვილი, თუ კი რაიმე ცუდი შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს, შესაბამისად, ძალიან მარტივია არჩევანი გავაკეთოთ.

დღეს, რაც ჩვენს ქალაქს, ქვეყანას სჭირდება, ეს არის სიმშვიდე, მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და აღმშენებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები