კაიროსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება განიხილება. აღნიშნულის შესახებ საუბარი იყო ეგვიპტეში საქართველოს ელჩისა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის მოჰამედ მანარ ანბას შეხვედრაზე.

ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის, სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე. მხარეები შეთანხმდენ, რომ გააგრძელებენ კონსულტაციებს ორმხრივი ინტერესის მქონე სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ეგვიპტეს შორის ჩარტერული ავიარეისები წლების წინ ხორციელდებოდა.

მსგავსი თემები