LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადრები, რომლითაც რაჭველები იამაყებენ- ნახეთ შემოდგომის, ფერადი რაჭა (ვიდეო)

2000
35935-2

ბევრი მოგზაური მიიჩნევს, რომ შემოდგომა წლის ყველაზე გამორჩეული პერიოდია და ამა თუ იმ ტურისტულ დანიშნულებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. გარდა ამისა, ამბობენ იმასაც, რომ შემოდგომით დასვენება ჭკვიანი ადამიანების მოგონილია და ამას რამდენიმე მიზეზით ხსნიან: შემოდგომაზე საკურორტო სეზონი ფაქტობრივად დასრულებულია და სამოგზაუროდ წამსვლელთა პროცენტულობაც 90%-ით არის შემცირებული, შესაბამისად, ყველა საკურორტო ზონა ხალხისგან დაცლილი. ამასთან, შემცირებულია ფასები, ტემპერატურა კი იდეალურია და გადაადგილებაში ხელს არ გიშლის.

ის, რომ შემოდგომაზე სანახავ ქართულ რეგიონებს შორის – რაჭა ერთ-ერთი გამორჩეულია, ამაზე არავინ დავობს. უნიკალური მხარე საქართველოში, რომელიც ალბათ ყველას სიყვარულია. გასაოცარი ბუნება, მდიდრული ისტორია და ნათელი ფერები -საინტერესო კულტურის ნიმუშების გარდა ამ მხარეში დატკბებით გრილი ტყეებით, ალპური ტბებით, ულამაზესი ჩანჩქერებითა და მომნუსხველი ხედებით.

10 თვალისმომჭრელი ქართული სოფელი, რომელზეც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ (ფოტოები)

რამდენიმე ადგილი მაღალმთაში, რომლის ნახვასაც გირჩევთ

სწორედ ამ საოცარი კუთხის ამსახველი კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში. ქართული ტურიზმის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით შექმნილ სპეციალურ ჯგუფში –Spend 4 Seasons in Georgia ფეისბუქის მომხმარებელმა ‎Giorgi Chaligava‎-მ ულამაზესი ვიდეო ატვირთა, სადაც ამბროლაურში, ნიკორწმინდაში, ონში, ღებში, შოვსა და ჭიორაში გადაღებული კადრები მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები