LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადრები 6 ოქტომბერსაა გადაღებული: შსს-ს განცხადება ბადრი ესებუას გადაადგილებასთან დაკავშირებით

113
BeFunky-collage - 2020-10-29T141952.863

შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებულია, რომ დღეს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალა ბადრი ესებუას გადაადგილების თარიღთან დაკავშირებით არასწორია.

ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, ბადრი ესებუა ქუჩაში ხურდებს ითვლის

უწყების ცნობით, ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ არა თავდასხმის შემდეგ, 27 ოქტომბერს,  არამედ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს არის გადაღებული.

ასევე, უწყება განმარტავს, რომ გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში.

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ მართებული ინფორმაცია მედიასაშუალებებში გავრცელებულ, ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალასთან დაკავშირებით.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის – ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ რამდენიმე ტელევიზიის მიერ საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად მიწოდებულ იქნა არასწორი ინფორმაცია.

ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის – ბადრი ესებუას ზუგდიდის ქუჩებში თითქოს თავისუფლად გადაადგილება და ამ ინფორმაციის მიზანმიმართული გაყალბება ემსახურება საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას.

პოლიცია, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს” – წერია შს სამინისტროს განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები