ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საგარეჯოში მამაკაცმა საკუთარი ახლობელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

მოკლული რაიონში ხორცის გამყიდველად მუშაობდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, 67-70 წლის მამაკაცებს ერთმანეთთან დაპირისპირება ჰქონდათ, თუმცა მკვლელობის ზუსტი მოტივი უცნობია. 

რადიო “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ამჟამად მიმდინარეობს საქმეზე მასალების მოძიება და გამოკითხვები.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები