LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი ვარო ამან უნდა თქვას: ამირანი 33-ე კორპუსს პურს უფასოდ აძლევს (ფოტო)

5029
0f1e231017a76d7f912169ea683f1371

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ქვეყანამ საჭირო ღონისძიებების გატარება დაიწყო. სიტუაციის გართულების შემდეგ კი მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დროებით დაიკეტა კერძო და სახელმწიფო დაწესებულებები, გადავედით დისტანციურ მუშაობაზე, შეიზღუდა სატრანსპორტო მოძრაობა და ერთი რეგიონი სრულ კარანტინშიც მოექცა. არ დაკეტილა სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო ქსელი, ბანკი და საფოსტო ოფისები. მოსახლეობის ნაწილი, ვისაც საშუალება აქვს, დედაქალაქიდან  გავიდა. მოქალაქეები “დარჩი სახლში” რეკომენდაციას შეძლებისდაგვარად ასრულებენ. თუმცა არის ისეთი პროფესიები, სადაც თანამშრომლების შინ დარჩენა არ იქნებოდა სასურველი. მაგალითად, პურის მცხობელის.

ბოლო პერიოდში ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ან სულაც სახელმწიფოს ეხმარებიან. გაიმართა სხვადასხვა აქცია, ვიღაცას საკვები შინ მიუტანეს და ა.შ. და მაინც, იშვიათია ისეთი შემთხვევა, რაც თბილისის ერთ-ერთი კორპუსის კედელზე მიკრული თაბახის ფურცელზე წერია.

“პანდემიასთან დაკავშირებით, ერთი კვირის განმავლობაში, თონის მფლობელი ამირან ჩხიკვაძე, 2 პურს დღეში ოჯახზე გასცემს უფასოდ. 33-ე კორპუსის მაცხოვრებლებისთვის” – წერია “საქველმოქმედო” განცხადებაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები