LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი შეყვარებულს ხელს ერთი თვის განმავლობაში ფარულად თხოვდა

338
69463741-10156869427836032-8530420694763175936-n (1)

ნიშნობა ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მოვლენაა ადამიანების ცხოვრებაში. როდესაც ინგლისელმა ედი ოკორომ გააცნობიერა, რომ მისი შეყვარებული იყო ის ერთადერთი, ვინც სურდა ცხოვრების მეგზურად აერჩია, გადაწყვიტა დაენიშნა გოგონა. მაგრამ ამ ყველაფერს ცოტა უცნაური, არაორდინალური და იუმორისტული სახე მისცა. საქმე ისაა, რომ ნიშნობამდე გადაწყვიტა ცოტა ეხუმრა, თან საუკეთესო მომენტს ხელის სათხოვნელად ასე უფრო კარგად შეარჩევდა.

ედი ერთი თვის განმავლობაში შეყვარებულს ცოლობას ფარულად თხოვდა-ბეჭედს შეუმჩნევლად ანახებდა. ის ამ სახალისო ფოტოებს იქამდე იღებდა, სანამ შეყვარებული ჩანაფიქრს არ მიუხვდა.

ინგლისელი, არაორდინალურ ისტორიას სახელად „როგორ ვთხოვე სალის ხელი“ სოციალურ ქსელში ავცრცელებს. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელი მსოფლიოდან, მას 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

https://www.facebook.com/eokoro1/videos/pcb.10156850550231032/10156849893231032/?type=3&theater

https://www.facebook.com/eokoro1/posts/10156850550231032

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები