LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი რომ ვიყო ვიტყოდი, რა ჰქვია ამ ხელისუფლებას – ნინო ბურჯანაძე

160
burjanadze

ნინო ბურჯანაძემ რუსეთში 4 დღიანი ვიზიტი დაასრულა. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხის მნიშვნელობას ადამიანური და პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთში კარგად ხედავენ. მისივე თქმით, თითოეულ შეხვედრაზე მან ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი დააყენა.

„ძალიან კარგი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი, რომელიც ახლა საქართველოს საზოგადოებას აწუხებს – ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი – ძალიან სერიოზულად იყო განხილული. ყველა შეხვედრაზე საუბარს სწორედ ამ თემით ვიწყებდი და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ყველა შეხვედრაზე ვხედავდი სერიოზულ თანადგომას და იმას, რომ რუსეთის პოლიტიკოსები ამ საკითხის არამხოლოდ ადამიანურ, არამედ პოლიტიკურ მნიშვნელობასაც ძალიან კარგად ხედავენ. ყველა შეხვედრაზე ჩემი თხოვნა იყო, რომ რუსეთს მაქსიმალური ძალისხმევა განეხორციელებინა იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს სახლში, ოჯახთან. მივიღე დაპირება, რომ რუსეთი შეეცდება, ამ პროცესს ხელი შეუწყოს. ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე ხანში ის ოჯახს დაუბრუნდება,“ – განაცხადა ნუნო ბურჯანაძემ.

ნამდვილად მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ მალე ბატონი ვაჟა სახლში იქნება - ნინო ბურჯანაძე

"არასერიოზულ განცხადებას ტყვეობაში მყოფ ადამიანთან დაკავშირებით, რომელ საათზე იქნება სახლში და რომელზე არა, არც გავაკეთებდი"

ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ მისი ვიზიტის პარალელურად ხელისუფლება სოციალურ ქსელში „ტროლებს“ ამუშავებდა.

„უხერხულობა იცით რა არის? ჩვენი მთავრობა სამი დღის განმავლობაში „ტროლებს“ რომ ამუშავებდა და ისტერიკა იყო გამართული იმაზე, რომ ვიღაცას შეუძლია და გამბედაობა აქვს, ელაპარაკოს პრობლემების მქონე მეორე მხარეს. როცა უუნარო ხელისუფლება გვყავს და კაცი რომ ვიყო ცოტა სხვანაირი ტერმინოლოგიის გამოყენება ჩემს ხასიათში შედიოდეს, ვიტყოდი რა ჰქვია ამ ხელისუფლებას. აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე მისი “ბოდიშის” შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხაურა და აღნიშნა, რომ რუსეთში ყოფნის დროს “გავრილოვის ღამის” გამო ბოდიში არ უთქვამს, მან უბრალოდ მწუხარება გამოთქვა.

ნინო ბურჯანაძის გავრილოვის გამო ბოდიში არ მოუხდია-„დემოკრატიული მოძრაობა"

"ფაქტს უწოდა სამწუხარო თუმცა მას მომხდარზე ბოდიში არ მოუხდია"

“ეს იყო წუხილი იმასთან დაკავშირებით, რაც მოჰყვა ამ პროცესებს, როგორც აქციის დარბევასთან დაკავშირებით, თუნდაც იმ ძალიან უკიდურესად, ასე ვთქვა, პროტესტის უზრდელურ ფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ზოგიერთმა კონკრეტულმა ადამიანმა გამოხატა. ეს ნამდვილად არ ეკადრება ქართველებს, არ ეკადრება ქართველი კაცის თავმოყვარეობას”, -განაცხადა ბურჯანაძემ მედიასთან.

ცნობისთვის, რუსულმა სახელისუფლებო გამოცემა TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინო ბურჯანაძემ 20 ივნისს განვითარებული მოვლენებისთვის ბოდიში მოიხადა. ამასთანავე გამოცემა აღნიშნავს, რომ ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩოვმა ბურჯანაძეს მადლობა გადაუხადა.

რაზე ესაუბრა ნინო ბურჯანაძე ლავროვის მოადგილეს – საგარეო უწყების განცხადება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები