LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი ფრენების აღდგენას ვეღარ დაელოდა და მამის სანახავად მთელი ოკეანე გადაცურა

198
travelermews

ხუან მანუელ ბალიესტერომ თავისი მოგზაურობა მარტში დაიწყო და ატლანტის ოკეანის გადაცურვას თითქმის სამი თვე მოანდომა. არგენტინელი კაცი პანდემიის გამოცხადებამდე პორტუგალიაში იყო წასული და უკან სახლში დაბრუნება ვეღარ შეძლო. კორონავირუსის გამო ყველა საერთაშორისო ფრენა გაუქმდა და ხუანი ოჯახთან წასვლას ვეღარ ახერხებდა. მამაკაცს სახლში 90 წლის მამა ელოდებოდა და ყველაზე მეტად მას სწორედ ეს საკითხი ადარდებდა.

მამა გახდა მისი უჩვეულო გადაწყვეტილების მიზეზიც, არგენტინელმა იალქნიანი ნავი დაიქირავა და სახლში დაბრუნება მისი საშუალებით გადაწყვიტა.

გზად 47 წლის მამაკაცს ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა. სამწუხაროდ, მამის იუბილეზე ჩასვლა მან ვერ მოასწრო, თუმცა მამის დღეზე უკვე არგენტინაში იყო.

„ჩემთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მინდოდა ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის, რომ სახლში დავბრუნებულიყავი“ – ამბობს ხუან მანუელ ბალიესტერომ

ნავით მოგზაურობა ხუანისთვის სიახლე ნამდვილად არ ყოფილა, გამოცდილი მეთევზე წყალს 3 წლიდან დაუმეგობრდა და შორი მანძილიც არაერთხელ დაუფარავს. თუმცა, ოკეანის გადალახვა თანაც სულ მარტო, მაინც დიდი გამოწვევა იყო.

მთელი გზის განმავლობაში მას საკვებისა და საწვავის მარაგის შესავსებად გაჩერება რამდენჯერმე მოუხდა, ერთხელ ძლიერ შტორმშიც მოყვა, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. მეზღვაურს უკან მიბრუნება ერთხელაც არ უფიქრია.

„არ მეშინოდა, თუმცა გაურკვევლობის შეგრძნება კი მქონდა, უცნაური გრძნობა იყო შუა პანდემიის დროს ოკეანეში ცურვა“

სამშობლოში ჩასვლისთანავე მას COvid-19–ის ტესტი გაუკეთეს და 72 საათის გასვლის შემდეგ უარყოფითი პასუხი მოვიდა. ხუანის 85 დღიანი მოგზაურობა დასრულდა და ის საყვარელ ოჯახს დაუბრუნდა.

„რაც გამოვიარე ნამდვილ სიზმარს გავს. ერთი რამ ზუსტად ვიცი, ცურვას მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები