LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცები 40 წლამდე ვერ მწიფდებიან – ამას მეცნიერები ამტკიცებენ

11683
mansbebisvisning

ბევრჯერ გაგიგიათ, რომ კაცები მოზრდილ ასაკშიც კი ბავშვებივით იქცევიან. ბევრი ამტკიცებს იმასაც, რომ ქალის და კაცის ურთიერთობაში პასუხისმგებლობას ძირითადად ქალები იღებენ. ამ საკითხზე ახლა უკვე ოფიციალური კვლევაც არსებობს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, მკვლევარებმა შეისწავლეს ქალსა და კაცში მომწიფებისა და განვითარების განსხვავებები.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ტვინის მომწიფება, ფუნქციური და სტრუქტურული ქსელების გარძელვადიანი განვითარებით ხასიათდება, ეს პროცესი კი სრულწლოვნების პერიოდშიც გრძელდება.

მამაკაცები უფრო დიდხანს მწიფდებიან

მკვლევარებმა MRI-ს საშუალებით 4 – დან 40 წლამდე ასაკის 121 მონაწილე შეამოწმეს. ისინი აკვირდებოდნენ განსხვავებებს კვლევის მონაწილეების სქესის და ასაკის გათვალისწინებით.

კვლევამ აჩვენა, რომ კაცებს და ქალებს ტვინის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის ერთნაირი პოტენციალი გააჩნიათ, ამის მიუხედავად, კაცებს შესაბამისი ფუნქციური ქსელების განვითარებაში, უფრო დიდი დრო სჭირდებათ და შეფერხებებიც აღენიშნებათ. მამაკაცებთან ეს პროცესი 40 წელი შეიძლება გაგრძელდეს.

 ქალები და სიმძაფრე

მართალია ქალები უფრო მალე ვითარდებიან, თუმცა ისინი უფრო ადრე ამჟღავნებენ საჭირო ფუნქციების მოშლას.

პროფესორი ედუარდო კალიფსტო ასევე ამ თემაზე დაწერილ ერთ-ერთ კვლევაში აცხადებს, რომ კაცებს უფრო დიდი მოცულობის ტვინი აქვთ, თუმცა ქალები მათ ტვინს [მოცულობის მიუხედავად] ხშირად უფრო ეფექტიანად იყენებენ.

მკვლევარების მტკიცებით, ამ განსხვავებას ჰორმონები განაპირობებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები