LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაბა-ხალათი საკუთარი გამოსახულებით – მადონა ისევ ფორმაშია (ფოტო)

1086
madona-news-21

მადონა ამჯერად ჯიმი კიმელის შოუს სტუმარი გახდა და ახალ ალბომზე Madame X ისაუბრა. 60 წლის პოპის დედოფალმა არჩევანი ნახატებიან კაბა-ხალათზე გააკეთა, რომელზეც 1989 წლის ჟურნალ „ვოგის“ გარეკანი იყო გამოსახული. ეს სწორედ ის ნომერია, რომლის გარეკანზეც თავის დროზე მადონა პოზირებდა.

მომღერალმა  კაბა-ხალათი მაღალყელიან ჩექმასა და ტყავის ბერეტს შეუხამა. მადონა კიმელის შოუში ახვეული თვალით მივიდა, სწორედ ისე, როგორც ახალი ალბომის გარეკანზეა გამოსახული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები