LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულიეტას სახლი ვერონაში Airbnb-ზე ქირავდება – ვალენტინობის სიურპრიზი

630
jueleta-house-verona

Airbnb-ის სიურპრიზი მომხმარებელს ვალენტინობისათვის. ჯერ არ იცით სად გაატაროთ  სიყვარულის დღე? ონლაინ პლატფორმა გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, ვალენტონობა თქვენს მეორე ნახევართან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ ადგილას, ვერონაში მდებარე ჯულიეტას სახლში გაატაროთ.

14 თებერვალს იღბლიანი წყვილი სანთლების შუქზე ადგილობრივი რესტორნის შეფ-მზარეულის, ჯანკარლო პერბელინის მიერ მომზადებული კერძების დაგემოვნებასაც შეძლებს. ამის შემდეგ წყვილს შეეძლება ქალაქში გასეირნება, მისი მთავარი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და ფოტოების გადაღება. ფოტოებს პროფესიონალი ფოტოგრაფი გადაიღებს.

საღამოს ჯულიეტას სახლის სტუმრებს მიეცემათ იშვიათი შესაძლებლობა, უპასუხონ წერილებს, რომლებსაც რომეოს სატრფოს მთელი მსოფლიოდან სწერენ. ღამეს კი წყვილი ჯულიეტას საძინებელში გაატარებს. ოთახში, რომელშიც ლეგენდარული ფრანკო ძეფირელის „რომეო და ჯულიეტას“ სცენებია გადაღებული.

დღესდღეობით ჯულიეტას სახლი, რომელიც მე-13 საუკუნეშია აშენებული, ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა და მუზეუმია. განსაკუთრებული პოპულარობით ჯულიეტას ბრინჯაოს ქანდაკება სარგებლობს. ითვლება, რომ მასთან შეხებას სიყვარულში წარმატების მოტანა შეუძლია.

ვალენტინობის ჯულიეტას სახლში გატარების მსურველ წყვილს მოუწევს ორგანიზატორების დარწმუნება იმაში, რომ სწორედ ისინი იმსახურებენ ამას. ამისათვის მსურველებმა ინგლისურ ენაზე  თავისი სიყვარულის ისტორია უნდა აღწერონ და შესაბამის მისამართზე გააგზავნონ. დაწვრილებითი ცნობების მიღება მსურველებს აქ შეუძლიათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები