LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულიან ასანჟს 50-კვირიანი პატიმრობა მიესაჯა

158
_106748669_mediaitem106748668

ჯულიან ასანჟს გირაოს პირობების დარღვევის გამო ბრიტანეთში 50-კვირიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

Wikileaks-ის თანადამფუძნებელი სასამართლოს წინაშე წაკითხულ წერილში აცხადებს, რომ მძიმე გარემოებებს ებრძვის.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ასანჟს ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან, აშშ-ის ჯარის სადაზვერვო ანალიტიკოსთან ბრედლი (ჩელსი) მენინგთან ერთად „კომპიუტერული შეღწევის განხორციელების მიზნით“ შეთქმულებაში და „აშშ-ის მთავრობის დაცულ კომპიუტერში პაროლების სისტემის გატეხვაზე“ თანხმობის გაცემაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ასანჟს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც ბრიტანეთის მთავრობ აცხადებს, ჯულიან ასანჟს აშშ-ს ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასცემენ, თუ მიიღებენ წერილობით გარანტიებს, რომ მას სიკვდილით დასჯა არ დაემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში მიმდინარე წლის 11 აპრილს აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები