LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმის გამოძიება განახლდება

98
_106927934_gettyimages-1136256458

შვედეთის სასამართლო ასანჟის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმის გამოძიებას განაახლებს. გამოძიება სავარაუდო მსხვერპლის ადვოკატის თხოვნით განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას  BBC ავრცელებს.

Wikileaks-ის დამაარსებლი ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში მიმდინარე წლის 11 აპრილს აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს მას შემდეგ, რაც ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განაცხადა. 

ჯულიან ასანჟს 50-კვირიანი პატიმრობა მიესაჯა

ემუქრება თუ არა ასანჟს რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა?

აშშ-ში მიმდინარეობს გამოძიება 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რომელშიც Wikileaks და ასანჟიც ფიგურირებენ. არსებობს ეჭვები ასანჟის კრემლთან კავშირების თაობაზეც. 

ასანჟი შიშობს, რომ მას აშშ-ს გადასცემენ, სადაც მას სიკვდილით დასჯა ემუქრება. თუმცა, ვაშინგტონს მისი ექსტრადიცია ოფიციალურად არასდროს მოუთხოვია.

როგორც ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, ჯულიან ასანჟს აშშ-ს ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასცემენ, თუ მიიღებენ წერილობით გარანტიებს, რომ მას სიკვდილით დასჯა არ დაემუქრება.