LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია რობერთსი „ემის“ ნომინანტთა სიაში ვერ მოხვდა – მსახიობის რეაქცია

738
emmy19-julia-roberts

გუშინ ამერიკის სატელევიზიო აკადემიამ „ემის“ სატელევიზო პრემიის ნომინანტები დაასახელა. 2019 წელს ლიდერებს შორის მოხვდა „სამეფო კარის თამაშები“, რომელიც სატელევიზიო პრემიაზე რეკორდული რაოდენობის ნომინაციაში, 32 კატეგორიაშია წარდგენილი. 19-19 ნომიანაციას ინაწილებენ კომედიური სერიალი „საოცარი მისის მეიზელი“ და დრამა „ჩერნობილი“.

ემის დაჯილდოების ცერემონიალი 15 სექტემბერს გაიამრთება. საუკეთესო დრამატული სერილისთვის „სამეფო კარის თამაშების“ გარდა,  „ოზაქრდი“, „ეს ჩვენ ვართ“, „დაურეკე სოლს“ და „ევას მკვლელობისას“ იბრძოლებენ. ქალ მსახიობებს შორის ლიდერობენ ემილია კლარკი, ლორა ლინი, ვაიოლა დევისი, რობინ რაითი, სანდრა ო, მენდი მური და ჯოდი კომერი. რაც ეხება მამაკაცებს, აქ სტერლინგ ბრაუნი, კიტ ჰარინგტონი, ბობ ოდენკირკი, ბილი პორტერი და მილო ბენტიმილია არიან წარდგენილები. რაც ეხება წლის კიდევ ერთ მთავარ სერიალს, „ჩერნობლს“, ის ლიმიტირებული სერიალების კატეგორიაში ლიდერობს. სპეციალისტებმა  ყველაზე დიდ იმედგაცრუებად ჯულია რობერთსის ნომინაციის გარეშე დარჩენა დაასახელს, რომელიც „ამაზონის“ სერიალში „დაბრუნება სახლში“ მთავარ როლს ასრულებს. ამ თემაზე ჯულიამ სოციალურ ქსელში სტატუსიც დაწერა: „გამორჩეულთა კამპანიაში მაინც მოვხვდი“, – იხუმრა მსახიობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები