LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ კლუნის საყვარელი ქალები: მსახიობის 11 მთავარი რომანი

1036
#be1931

2014 წლის 27 სექტემბერს ჰოლივუდის მთავარმა მექალთანემ – ჯორჯ კლუნიმ მთელი მსოფლიოს ლამაზმანებს დასწყვიტა გული, როცა ოფიციალურად აღნიშნა ქორწინება. მოლოდინის მიუხედავად, მისი რჩეული არა კოლეგა, არამედ ადვოკატი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი ამალ ალამუდინმა გახდა, რომელმაც მეუღლის მსგავსად, 2002 წელს ბრიტანეთის ყველაზე სექსუალური ადვოკატის ტიტული დაიმსახურა. თუმცა, კლუნის უნაკლო გემოვნებაში, არც მანამდე ეპარებოდა ვინმეს ეჭვი, რასაც მისი მრავალრიცხოვანი სატრფოებიც ადასტურებენ.

მსახიობის 11 მთავარი რომანი

კელი პრესტონი – ახალგაზრდები მართლაც იდეალურ პარტნიორებად იქცნენ, თუმცა მათი რომანი ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან დამწყები მსახიობებისთვის კარიერა და მსოფლიო აღიარება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე რომანტიკული გრძნობები. ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორების ინიციატორი პრესტონი აღმოჩნდა, კლუნის კი, მხოლოდ შავი გოჭი – მაქსი დარჩა მისგან სამახსოვროდ.

ტალია ბოლსამი – მართალია, ბოლსამის სამსახიობო კარიერა ვერ შედგა, მაგრამ სწორედ ის გახდა პირველი, ვინც მარტოობის მოყვარული კლუნის „მოთვინიერება“ შეძლო და 1989 წელს ცოლადაც გაჰყვა. მოკრძალებული წვეულება წყვილმა ლას-ვეგასში მოაწყო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა გართობის დედაქალაქში დადებული ფიცის არასერიოზულობა. ჯორჯი და ტალია რამდენიმე წლის შემდეგ დაშორდნენ, განქორწინება კი ოფიციალურად 1993 წელს გააფორმეს.

კარენ დაფი – განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ კლუნიმ ჯერ სერიალში „სასაწრაფო“ მიიღო მთავარი როლი, მერე სექს-სიმბოლოს ტიტული დაიმსახურა და რომანი გააბა მოდელთან კარენ დაფისთან. თუმცა, არც მათი ურთიერთობა აღმოჩნდა ხანგრძლივი. წყვილი კონფლიქტის გარეშე დაშორდა ერთმანეთს და წლების მანძილზე შეინარჩუნა მეგობრული ურთიერთობა.

სელინ ბალიტრანი – მართალია, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთან, რომელიც პარიზის ერთ-ერთ კაფეში მუშაობდა მიმტანად, უკვე პოპულარული კლუნი სერიოზულ და ხანგრძლივ ურთიერთობას გეგმავდა, მაგრამ ლოს-ანჯელესში გადაბარგებული ბალიტრანი მაქსმა აითვალწუნა. საყვარელი გოჭის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი მისმა პატრონმაც და სინანულის გარეშე დაასრულა 3-წლიანი რომანი.

ლიზა სნოუდონი, რენე ზელვეგერი, კრისტა ალენი – თითქმის ხუთი წელი გაუგრძელდა 39 წლის კლუნის ურთიერთობა 10 წლით უმცროს ბრიტანელ მოდელთან და ტელეწამყვანთან ლიზა სნოუდონთან. თუმცა არც მაშინ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ერთგულებით, რადგან პარალელურად ჯერ რენე ზელვეგერს ეარშიყებოდა, მერე კრისტა ალენს.

სარა ლარსენი – 2007 წელს საკუთარ დაბადების დღეზე მოწყობილ წვეულებაზე კლუნი სარა ლარსენით მოიხიბლა, რომელიც ბალიტრანის მსგავსად რესტორანში მუშაობდა მიმტანად. მართალია, წყვილი ერთად სტუმრობდა „ოსკარის“ გადაცემის საზეიმო ცერემონიას, მაგრამ წელიწადიც ვერ შეძლო ერთად ცხოვრება.

ელიზაბეტ კანალისი – კლუნის მეგობრები დარწმუნებული იყვნენ, რომ იტალიელ მსახიობთან და ტელეწამყვანთან, 18 წლით უმცროს კანალისთან დაწყებული ურთიერთობა,  აუცილებლად ქორწინებით დასრულდებოდა, თუმცა ორი წლის შემდეგ კლუნიმ ისევ მეგობრობა არჩია, ჟურნალისტებს კი, ზედმეტი ჭორების გავრცელებისგან თავის შეკავება ურჩია.

სტეისი კიბლერი – ძველ მეგობართან, რომელიც 2006 წელს გაიცნო, კლუნიმ 5 წლის შემდეგ აღადგინა ურთიერთობა. ტაბლოიდების მტკიცებით, რომანი მხოლოდ კარგად მოფიქრებული პიარ-სვლა იყო ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობით და მართალია, კლუნი დიდხანს ირწმუნებოდა, რომ მხოლოდ გულწრფელი გრძნობები აკავშირებდა კიბლერთან, მაგრამ მისი მაინც არავინ დაიჯერა.

ამალ ალამუდინი – ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა კლუნის თავქარიანი რომანები, რომ არა ალამუდინთან შეხვედრა. წყვილმა ნაცნობობიდან ერთ წელიწადში იქორწინა ვენეციაში, კავალის სასახლეში. მართალია, ბოროტი ენები ახლად შექმნილ ოჯახს მორიგ კრახს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ კლუნიმ „კეთილმოსურნეებს“ იმედი გაუცრუა და ყველა გააკვირვა, როცა 2017 წელს ტყუპების – ელენასა და ალექსანდრეს ბედნიერი მამა გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები