LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია“ – მარნეულში მომხდარ ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

153
ing (8)

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ძაღლზე ძალადობის გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

უწყების ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ბრალდებულმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია.

საქართველოს პროკურატურა ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე პროკურატურის ინიციატივით მომზადდა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე სასჯელი გამკაცრდა“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია. დანაშაული 1-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

„დღეს თუ ცხოველს ასე აწამებ, ხვალ შეიძლება ადამიანიც ასე მარტივად მოკლა“ – ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაცი, რომელიც ძაღლზე ძალადობისთვის დააკავეს, 13 წლის მოზარდის სექსუალურ შევიწროებაშიც არის მხილებული

„ქათმები შეჭამა, ძროხაც დაკბინა, ჩემი შვილი ძალიან გამწარდა და ასე სცემა – ბრალი დასდეს თითქოს მეხუთე კლასელზე იძალადა, ეს ტყუილია“ – ძაღლზე მოძალადე კაცის დედა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები