LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ლედი გაგა უკვე მივიდა , კაპიტოლიუმში არიან აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტებიც (ვიდეო)

128
ledi

აშშ-ში რიგით 46- პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან, რომელიც საქართველოს დროით დაახლოებით 1 საათში დაიწყება.

კონგრესის შენობაში, კაპიტოლიმში, უკვე მივიდნენ ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი.

ინაუგურაციაზე სახელმწიფო ჰიმნს პოპ-ვარსკვლავი ლედი გაგა შეასრულებს, რომელიც ადგილზე კამერებმა ცოტა ხნის წინ დააფიქსირეს.

ცერემონიის წამყვანი ცნობილი ამერიკელი მსახიობი ტომ ჰენქსი იქნება. ინაუგურაცია 90 წუთი გაგრძელდება, მის სახელწოდებად კი “Celebrating America” შეირჩა.

მასში მონაწილეობას მიიღებენ ჯონ ბოვი, ჯასთინ თიმბერლეიქი, დემი ლოვატო, ჯენიფერ ლოპესი, ჯონ ლეჯენდი და სხვა ვარსკვლავები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები