LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი, ტრასგენდერებისთვის სამხედრო სამსახურის გავლაზე აკრძალვას აუქმებს

68
trans

აშშ-ის პრეზიდენტი – ჯო ბაიდენი, დონალდ ტრამპის აკრძალვას, ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე გააუქმებს. იგი აღმასრულებელ განკარგულებას ხელს დღეს მოაწერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონია 25 იანვარს, თეთრ სახლში გაიმართება და მას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი დაესწრება.

სენატში გამართულ მოსმენებზე თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე აკრძალვის გაუქმებას მხარს უჭერს.

შეგახსენებთ, რომ აშშ – ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტრასგენდერებისთვის სამხედრო სამსახურის გავლაზე აკრძალვის ბრძანება 2017 წლის 26 აგვისტოს გასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები