LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი, ფრენებზე ტრამპის მიერ მოხსნილ შეზღუდვებს აღადგენს

66
baidena jonai

აშშ-ს პრეზიდენტი, მოგზაურობაზე შეზღუდვებს აღადგენს, რომელიც დონალდ ტრამპმა მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას, CNN ავრცელებს.

აშშ-ში ჩასული მგზავრებისთვის კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის პასუხის წარდგენა სავალდებულო ხდება: ბაიდენმა კოვიდვირუსთან ბრძოლის გეგმა წარადგინა

მგზავრებისთვის შეიქმნება სახელმძღვანელოები, სადაც ჯანდაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი პრინციპები იქნება აღნიშნული.

მათივე ცნობით, ინფორმაცია თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ შეზღუდვები შეეხება მოგზაურებს ბრაზილიიდან, ირლანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის ბევრი ქვეყნიდან, რომელთაც ამერიკის მოქალაქეობა არ აქვთ. ასევე, შეზღუდვები იმ მოგზაურებისთვის გაფართოვდება ვინც, სამხრეთ აფრიკაში იყო.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა განკარგულებას ხელი მოაწერა, რომლის თანახმადაც 26 იანვრიდან ამ ქვეყნიდან მოგზაურებისთვის შეზღუდვები მოიხსნებოდა. თუმცა, ბაიდენის გუნდმა განაცხდა, რომ მათი ადმინისტრაცია შეზღუდვას არ მოხსნიდა.

ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი, კლიმატის ცვლილებებსა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე შეთანხმდნენ

ჯო ბაიდენმა, ნატოსა და შეერთებული შტატების ევროკავშირთან პარტნიორობით გზით, მის ერთგულებას ხაზი გაუსვა.

“ახლა არაა დრო საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის”. ამის შესახებ, ტვიტერში თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა. მან დაამატა, რომ კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვებისთვის, ისინი ზომების გამკაცრებასაც კი გეგმავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები