უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების ჯგუფურად გამოძალვა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება – პროკურატურამ გია უდესიანს ახალი ბრალდება წაუყენა. მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საქმე ეხება 2009 წლის ნოემბერში მომხდარს. პროკურატურის განცხადებით, უდესიანის ორგანიზებით რუსთაველზე, ერთ-ერთი აფთიაქიდან გაიტაცეს ბიზნესმენი ემზარ ლიპარტელიანი და იარაღის მუქარით ქონება და წილები დაათმობინეს.

ამასთან, პროკურატურის ცნობით, ამავე საქმეზე ბრალი წარედგინა მოქალაქე ზ.გ-ს, თუმცა, მხოლოდ ჯგუფურად გამოძალვის ნაწილში.

საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ უშუალოდ შემსრულებლების, ანუ გამტაცებლების ვინაობა დღემდე დაუდგენელია.

შეგახსნებთ, რომ უდესიანს აქამდე ბრალი წაყენებული ჰქონდა კუს ტბის წილების იძულებით დათმობის საქმესთან დაკავშირებით.2016 წლის შემდეგ გია უდესიანზე ძებნაა გამოცხადებული.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები