LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯერჯერობით ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, ველოდებით ნოემბრის შუა რიცხვებიდან” – გამრელიძე

145
,luyluy

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჯერჯერობიტ ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე რინოვირუსი და კოვიდი ცირკულირებენ.

ამირან გამყრელიძის პროგნოზით, გრიპის ვირუსი ნოემბრის შუა რიცხვებში გამოჩნდება.

„სამი კვირაა, დავიწყეთ მონიტორინგი გრიპის და რესპირაციული ვირუსის. ცირკულაციაში ჯერ ჩანს მხოლოდ რინოვირუსი და თავისთავად კოვიდი. ქვეყანაში ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, ამას ველით, რომ იქნება ნოემბრის შუა რიცხვებიდან, ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ აიცრან იმ მაღალი რიკს ჯგუფგებს, ვისთვისაც ჩვენ პირველი პარტია – ვაქცინის 25 000 დოზა შემოვიტანეთ. ესენია – ორსულები, ბაღების აღმზრდელები, შიდსიანები, ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი ადამიანები, მუხუცთა, ბავშვთა სახლები. განაწილებულია, ყველა მუნიციპალიტეტში არის და სამწუხაროდ, დღეისთვის მხოლოდ 5 000 ადამიანია აცრილი“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები