LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ სად ხართ, კიდევ ბევრი ნაღმი აფეთქდება – ყოფილი სტუნდეტი თსუ–ს

260
anatavxelize

თსუ–ს ლექტორისა და სტუნდეტის დავას ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი ანა თავხელიძე ეხმიანება.

ანა თავხელიძე ამბობს, რომ შექმნილი ვითარების გამო სტუდენტების პროტესტი ნელ–ნელა იზრდება და საკუთარ ქეისს იხსენებს, რომელზეც ერთი სასამართლო სხდომა გაიმართა. 

საქმე ეხება მის სამაგისტრო ნაშრომს, რომლის დაცვაზეც როგორც იურსიტი განმარტავს, კომისიის წევრების მხრიდან გამოვლინდა გენდერულად მიკერძოებული მიდგომა, რაც გამოიხატებოდა დისკრიმინაციულ გამონათქვამებში კომისიის წევრების მხრიდან.

“დიდი ხანია თსუ-ზე არაფერი დამიპოსტავს.

ლექტორი, რომელიც სტუდენტს უჩივის: სიტყვის თავისუფლება პირადი ღირსების ხელყოფას არ ნიშნავს!

თსუ-ს ლექტორი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში უნივერსიტეტის არაერთი პროფესორი გახდა გინებასა და ბულინგის მსხვერპლი.

თსუ-ს ლექტორზე ატეხილმა ამბებმა გამახსენა. 1 წელი გავიდა რაც დავა დავიწყე, ჯერ მეორე სხდომის ჩანიშვნას ვერ მივაღწიე. უნივერსიტეტი ოდნავადაც ვერ გრძნობს რაიმე პასუხიამგებლობას. ის ლექტორები ისევ იქ სხედან და ზოგიერთი მათგანი ატრენინგებს კიდეც სტუდენტებს გენდერულ საკითხებზე.

დღეს გავიგე, რომ ამუშავებენ სექსუალური შევიწროვებისაგან სტუდენტთა დაცვის დოკუმენტს. მიხარია, რაღაც შედეგი მაინც გამოიღო ჩემმა წიოკმა.

თანდათან ყინული ლღვება და სტუდენტების პროტესტიც იზრდება, ხოდა ჯერ სად ხართ, კიდევ ბევრი ნაღმი აფეთქდება,”– წერს ანა თავხელიძე.

პოპულალურები