LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ენისტონი და ადამ სენდლერი ახალი რომანტიკული კომედიის გადაღებებზე (ფოტო)

629

7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა გახმაურებული რომანტიკული კომედია “თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ”, სადაც მთავარ როლებს ჯენიფერ ენისტონი და ადამ სენდლერი ასრულებენ. წლების შემდეგ მსახიობები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს მორიგი რომანტიკული კომედიის გადასაღებ მოედანზე. Murder Mystery ასე ერქმევა ფილმს, რომელიც ეკრანებზე მომდევნო წელს გამოვა და სადაც მაყურებელი ცნობილ წყვილს კვლავ შეყვარებულების ამპლუაში იხილავს.

გადაღებები იტალიაში, ზღვის სანაპიროზე მიმდინარეობს და კადრებში ჩანს, როგორ იღებენ იახტაზე სცენას მსახიობები გადამღებ ჯგუფთან ერთად.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა ჯენიფერ ენისტონის ფოტოები პორტოფინოდან, სადაც ის გადაღებებს შორის საცურაო აუზთან ირუჯებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები