LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის უწყებათაშორისი გუნდი სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს

76

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი გუნდი სამოქმედო გეგმაზე იწყებს მუშაობას. ჯგუფის პირველ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ასევე, თბილისის მერი ესწრება.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ამ საკითხზე მუშაობის გააქტიურების ერთ-ერთი, მაგრამ არა მთავარი მიზეზი, ბოლო დღეებში რუსთაველზე განვითარებული მოვლენებიც არის.

„სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მომავალი, ეს არის ახალგაზრდების მთავრი პრიორიტეტი და დაინტერესება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მეტად მოვახდინოთ ამის პოპულარიზება,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პრემიერმინისტრთან სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე ჯგუფის სამომავლო გეგმებსა და განსახილველ საკითხებზე ისაუბრა უმრავლესომის დეპუტატმა, მარიამ ჯაშმაც.

„ეს არის მკაფიო გზავნილი, რომ რაც არ უნდა ლიბერალიზაციისკენ ვდგამდეთ ნაიბიჯებს, ნარკომომომხმარებლების მიმართ პრევენციას ალტერნატივა არ აქვს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის უნდა გააქტიურდეს უწყებათაშრისი თანამშრომლობა, შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა ნარკოპოლიტიკაც იქნება“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

უწყებათაშორისი ჯგუფის სამოქმედო გეგმასა და მიზნებზე განმარტებას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გააკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები