LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანეტ ქერდიყოშვილი: „სამი შვილი გვინდა…“

2391
60047757_435874853841372_8599200133537595392_n

ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის სიყვარულის ამბავი „პრაიმშოუში“ ექსკლუზიურად გაჟღერდა. ცნობილი პროდიუსერისა და წამყვანის და „მის საქართველოს“ წყვილმა ისაუბრა საკუთარი ურთიერთობის შესახებ.

როგორც ჯანეტი იხსენებს, რუსეთში ყოფნისას ნოესგან თვენახევრის წინ „ინსტაგრამზე“ მესიჯი მიიღო. მას აინტერესებდა, როდის ბრუნდებოდა თბილისში. „ისე მოხდა, რომ მეორე დღეს ჩამოვფირნდი თბილისში. მომწერა და წავედი, გავიყოლე ჩემი დაქალი. შევხვდით, ვილაპარაკეთ. ცხოვრებაში ამდენი პოზიტივი არ მქონია. სამი საათი ვილაპარაკეთ. სულ ველოდებოდი კითხვას, როდის დამპატიჟებდა გადაცემაში. გადის სამი საათი, ხმას არ იღებს ამ თემაზე. მეორე დღეს მეგობრებთან ერთად მივფრინავდი ევროპაში. სამი საათი გავიდა და ბოლოს მეუბნება, ხვალ გაგაცილებო. ამ ვაჟბატონმა ეს რომ მითხრა, რაღაცას მივხვდი, ოღონ ბოლომდე ვერა. ევროპიდან რომ დავბრუნდი, ჩამოვედი თუ არა, იმ დღიდან ერთად ვართ…“

ნოე სულაბერიძე:

„მე არ მჯერა დროის მნიშვნელობის, როდესაც რაღაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს წყვეტ პირად ცხოვრებაში. მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი პირობითია. სიყვარული არის ნიუანსების ერთობლიობა, რომელიც ადამიანში გიყვარს. მიხარია, რომ ძალიან მალე დავინახე ბევრი ისეთი რამ, რასაც მნიშვნელობა მივანიჭე. გარეგნობასთან ერთად პირველი იყო უბრალოება დამოკიდებულებაში და ძალიან ბევრი ღიმილი. ასეთი დოზით ჩემი 39 წლის განმავლობაში, იუმორის ერთი და იგივე დიაპაზონი, ხარისხი, პირველადაა. სად ვგრძნობ, რომ ვარ ბედნიერი? ორი ადამიანი ხშირად იწყენს, სჭირდება მეორე, მესამე გასახალისებლად. მიხარია და ამაყი ვარ, რომ ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა არასდროს ვიწყენთ. როცა ჩამოვიდა, პირველივე წუთიდან ვიგრძენით, რომ არ გვინდოდა ერთმანეთის გარეშე“.

როგორც ჯანეტმა აღნიშნა, მათ სამი შვილი სურთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები