LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტრო: საკარანტინე სივრცეში სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული სამინისტროს თანამშრომელი არ არის

175
Capture

საკარანტინე სივრცეში სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც საგანგებო სიტუაციების ცენტრის თანამშრომელია.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საკარანტინე სივრცეში სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ პირს უკავშირდება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი.

სამინისტრო, შესაბამის ორგანოებთან ერთად, მოახდენს აღნიშნული საკითხის მუდმივ მონიტორინგს და გამოძიების შედეგის შესაბამისად, შემდგომ რეაგირებას”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ექიმმა კარანტინში მოთავსებული ქალი შეავიწროვა, შემთხვევა მარტის ბოლოს მოხდა – ბაია პატარაია

პოპულალურები