LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრისა და გერმანიის ელჩის შეხვედრა: ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა ეტაპობრივად განახლდება

98
BeFunky-collage

კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები და ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენა – ეს ის თემებია, რაც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და გერმანიის ელჩმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

დიპლომატმა და მინისტრმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებაც ისაუბრეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ცვლილება ქვეყნისთვის ისტორიულია და ამ ქმედებით დიდი ნაბიჯი გადაიდგა მეტი დემოკრატიულობისკენ.

„დღეს საქართველოში ისტორიული დღეა. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა და ძალაში შევიდა ისტორიული ცვლილება, რომლითაც ქვეყანაში შეიცვალა საარჩევნო სისტემა და გადაიდგა დიდი ნაბიჯი მეტი დემოკრატიულობისკენ. ეს შეუძლებელი იქნებოდა რომ არა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ელჩების ფასილიტაციით გამართული მოლაპარაკებები ქვეყნის მმართველ ძალასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. დიპლომატებმა მართლაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ამ პროცესში, რომელშიც განსაკუთრებული იყო გერმანიის ელჩის წვლილი, სწორედ მისი პრინციპული, პატიოსანი და სამართლიანი მონაწილეობა იყო უმნიშვნელოვანესი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

გერმანიის ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებას კორონავირუსთან ბრძოლაში. დიპლომატმა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადალახავს პრაქტიკას, როცა პოლიტიკური საკითხების განხილვისას “უცხო და უხეში” სიტყვები და ჟესტები გამოიყენება. კომენტარს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მინისტრისთვის პირადად მიმელოცა ის წარმატება, რასაც კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანამ მიაღწია. განვიხილეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, მათ შორის ფრენებთან დაკავშირებული საკითხები. როგორც მოგეხსენებათ, გერმანიასა და საქართველოს შორის მიმოსვლა ეტაპობრივად განახლდება. ასევე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. განვიხილეთ დღევანდელი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას შეეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით ფასილიტატორმა ელჩებმა განცხადებაც გავავრცელეთ. მოხარული ვარ ამ სიახლით და ეს ძალიან კარგი ნაბიჯია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან გაზრდის პლურალიზმს საქართველოს პარლამენტში.”- აღნიშნა გერმანიის ელჩმა.

ვრცლად იხილეთ:

გერმანიის ელჩი: გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ჩემს მიმართ აკეთებდნენ, ისინი ვისაც არ შევხვედრივარ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები