LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაბაშიც წასულა პოლიტიკა. მე ვარ დღეს იმისთვის, რომ მქონდეს კარგი მომავალი – მაკო გომური

418
76771490-2683835205001168-8323365556988149760-o

20-21 ივნისის აქციების დროს დაზარალებული მაკო გომური რუსთაველის გამზირზე აქციაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც გომურმა აღნიშნა, ის დღეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას არ განეკუთვნება და ადგილზე იმყოფემა იმისთვის, რომ ჰქონდეს კარგი მომავალი:

დღეს არ გაისვრიან არაფერს. არც აქციას დაშლიან ისე,როგორც დაშალეს – მაკო გომური

“მე მჭირდება კარგი მომავალი, მე მჭირდება თავისუფალი ქვეყანა, მე მჭირდება წარმატებული ცხოვრება. ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ამ ყველაფრისთვის მე თვითონ ვიბრძოლო.

დღეს ჩემს მშობლებს ეშინიათ რომ აქ ვდგავარ, რადგან პირველად რომ ვიყავი, ცუდად დასრულდა, ეს ყველამ ვიცით. დღესაც ეშინიათ, რომ იგივე არ განმეორდეს.

როცა სახელმწიფო ცდილობს საზოგადოებაში ჩანერგოს შიში, ეს ნაწილობრივ გამოსდის. თუმცა ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყანა მართოს არაა ერთეულ ადამიანებში, რომელთა ძალაც არის ფული. ძალა არის, აი, ამ ადამიანებში, რომლებიც ასე იცავენ ქვეყანას და ცდილობენ მიაღწიონ იმ შედეგს, რომლისთვისაც იბრძვიან. არ მინდა, რომ გაჩერდეს ეს მუხტი.

რა მოხდება ხვალ: მაკო გომური პარლამენტის გადაწყვეტილების მოლოდინში

"დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, რა მოხდება" - მაკო გომური.

მე არ ვარ დღეს იმ ადამიანის სახე, რომელიც განეკუთვნება, რომელიც პოლიტიკურ ძალას. ჯანდაბაშიც წასულა პოლიტიკა. მე ვარ დღეს იმისთვის, რომ მე მქონდეს კარგი მომავალი, მქონდეს ჯანსაღი მომავალი და ვიცხოვრო ისეთ მომავალში, რომელიც არ იქნება რომელიმე ქვეყნის დამოკიდებულებაში. მინდა ვიცხოვრო ერთიან, ძლიერ ქვეყანაში. მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანების სიტყვა იქნება გადამწყვეტი და არა ერთეული ჩინოვნიკების,” – განაცხადა მაკო გომურმა.

მაკო გომური და კიდევ 2 პირი დაზარალებულად ცნეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები